რეკლამა
"ახალი თვითმმართველობა იქნება ხალხზე მორგებული" - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ძელქვიანის ოლქიდან, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა გამართა. კანდიდატი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და მათ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ქუთაისის გავითარების გეგმაზე ესაუბრა.
"ახალი თვითმმართველობა იქნება ხალხზე მორგებული. ქალაქის გავითარების პროცესში ჩართულობის საშუალება ექნება თითოეულ მოქალაქეს. მუშაობის პროცესში ჩვენი თანაქალაქელების აზრი იქნება მოსმენილი და გათვალისწინებული. ქალაქის ყველა უბანში ამჟამად არსებული მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ბაზაზე შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, რომლებშიც უბნის მაცხოვრებლები საკუთარ სახლთან მიიღებენ იმ სერვისს,რომელთაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობა სთავაზობს. აღნიშნული ცენტრები, დამატებით, შეასრულებს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფუნქციას. გარდა ამისა, ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ცენტრები გამოიყენენონ სივრცედ სხვადასხვა სამოქალაქო და კულტურული აქტივობებისათვის",  – განაცხადა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა

აგრეთვე, შეხვედრისას , კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოხდება.

"აქტიურად გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. განხორცილედება პროექტები,რათა ქუთაისის საზღვრებში შემავალი ყველა უბანი უზრენველყოფილი იყოს ხარისხიანი ენერგომომარაგებით, წყალმომარაგებითა და გაზმომარაგებით. მოხდება უბნების, ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა.მერია მუდმივ რეჟიმში აწარმოებს სამუშაოებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალაქის ქუჩების დაფარვა ხარისხიანი ასფალტის ან ბეტონის საფარით, ყველა უბნის ყველა ქუჩა და სარეკრეაციო ზონა იქნება განათებული თანამედროვე ეკონომიური განათების სისტემით." – მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა შეხვედრისას.
Print