რეკლამა
ირაკლი შენგელია: ამომრჩეველი კანდიდატს პირადად უნდა იცნობდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი საკარებულოში ირაკლი შენგელია 18 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავს, გამარჯვების ოლქის მასშტაბით, თითოეულ ამომრჩეველს კარდაკარის პრინციპით შეხვდეს.
კარდაკარის მიზანია, ამომრჩევლისთვის "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული საარჩევნო პროგრამის, გამარჯვების ოლქთან მიმართებაში ხედვებისა და გეგმების ინდივიდუალურად გაცნობა.

"ამომრჩეველი კანდიდატს პირადად უნდა იცნობდეს. ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა თითოეულ ამომრჩევლამდე უნდა მივიდეს. ასევე, გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ რა გეგმები და ხედვები არსებობს ამ ოლქში განსახორციელებელი პროექტების თვალსაზრისით. "ქართული ოცნება" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და კოორდინირებული პოლიტიკის გატარებით, ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს", – აცხადებს ირაკლი შენგელია.

მაჟორიტარობის კანდიდატი პარალელურ რეჟიმში, გაფართოებული შეხვედრების ორგანიზებას გეგმავს, სადაც ამომრჩეველს გამარჯვების ოლქში მცხოვრებლების იდეებიდან გამომდინარე, შტაბის მიერ შემუშავებულ გეგმას – "გამარჯვების შემთხვევაში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები" წარუდგენს.
Print