რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი მიზანია ვეტერანთა კეთლდღეობაზე ზრუნვა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და სოციალურ პოლიტიკაზე ვეტერანებს ესაუბრა.
"ომში მონაწილეთა მხარდაჭერა და მათი სამშობლოსადმი გაწეული სამსახურის დაფასება ჩვენთვის უპირველესი საზრუნავია. გარდა სახელმწიფო პროგრამებისა, წყალტუბოს ადგილობრივი ბიუჯეტი ვეტერანთა მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ვეტერანთა კეთლდღეობაზე ზრუნვა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. თქვენ უნდა იყოთ წყალტუბოს აღმშენებლობის უშუალო მონაწილენი" - მიმართა ვეტერანებს გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 346 ომის ვეტერანი ცხოვრობს.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვეტერანთა შეკითხვებს, მერობის კანდიდატთან ერთად, ვეტერანთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა იმერეთის რეგიონში გელა ცინაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ უპასუხეს.

Print