რეკლამა
ჭიათურაში ინფრასტრუქტურისთვის 2020 წლამდე 64, 5 მლნ ლარი დაიხარჯება (R)
FaceBook
,,2018-2021 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. 2021 წლამდე საგზაო, წყალმომომარაგებისა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის შექმნა-რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტში სულ 64,5 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. შესაბამისად, პროექტების განხორციელების პროცესში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ადგილიობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ასევე, 2018-2020 წლებში 61,5 კმ-მდე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება, რომლის ღირებულებაც 7,1 მილიონ ლარს შეადგენს. ამ და სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაძლევს საშუალებას უკეთეს ჭიათურაში ვიცხოვრთ" - აღნიშნა მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ამჟამად, ჭავჭავაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრას ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში ალექსანდრე ციცქიშვილიც ესწრებოდა.
Print