რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა წყალტუბოსთვის მწვანე ქალაქის სტატუსის მინიჭებაა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი კომუნალური მომსახურების სფეროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.
წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა და წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის, კონცეფცია - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა შეხვედრაზე ყურადღება მერობის კანდიდატმა.

"წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა, არის დოკუმენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია პროგრესზე, წინსვლაზე საუბარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა წყალტუბოსთვის მწვანე ქალაქის სტატუსის მინიჭებაა - ეს ნიშნავს ცენტრალური პარკის ფუნქციურ დატვირთვას, სპორტული ცხოვრების განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას" - გრიგოლ იოსელიანი.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია წყალტუბოს განვითარების საქმეში თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა - "თქვენი ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაზრდილი უფლებამოსილებითა და მართვის დემოკრატიული პრინციპებით, ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ რეგიონში ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი და საერთაშორისო ასპარეზზე კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ კურორტ წყალტუბოს."

შეხვედრას "ქართული ოცნების" ახალ გუნდთან, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.
Print