რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ, რაც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ტალახაძე სოფელ ზვარესა და ჩრდილის მოსახლეობას შეხვდნენ.
მმართველი გუნდის კანდიდატები ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრნენ.

"თუ დღეს, ხარაგაულის 26 სოფელში 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და 45 კილომეტრ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, ეს მთავრობის მხარდაჭერით, თქვენი და ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გზის რეაბილიტაცია ორ-სამ წელიწადში ყველა სოფელში მოხდება", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სახელმწიფომ იცის, თუ რა სჭირდება ხალხს.

"დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში. მალე დაიწყება ძირულა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, აქ დასაქმდებიან ადგილობრივები და მეტი შემოსავალი გაუჩნდება ხალხს", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ზვარელები სოფელში არსებული მინერალური წყლის რეალიზაციის აღდგენას ითხოვენ. მერობის კანდიდატის განმარტებით კი, სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ გასხვისებული ლიცენზია დაიბრუნოს და ზვარეში დაპატენტებული ბუნებრივი მინერალური წყლის რეალიზაცია აღდგეს.

"მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ და ეს ერთადერთი არჩევანი იქნება, რომელიც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს გაუჩენს და ახალ სიცოცხლეს შესძენს მას", - მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.
Print