რეკლამა
არჩილ გოგსაძე: ბაღდათის ბიუჯეტის დაფინანსება ორი მილიონი ლარით გაიზარდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმა გააცნო. მან ამომრჩეველს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსება რეგიონული განვითარების ფონდიდან ორი მილიონი ლარით გაიზარდა. დაფინანსდა ოთხი ახალი პროექტი. ბაღდათმა დაიწყო საერთაშორისო კონტაქტების დამყარება უცხოეთის ქვეყნის ქალაქებთან. უკვე გაფორმდა მემორანდუმი ბაღდათსა და პოლონეთის ქალაქ ლისომიცერს შორის. მომავალშიც იგეგმება დამეგობრება უკრაისის, ბელორუსის, უნგრეთისა და ჩეხეთის ქალაქებთან. აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებისთვის, რათა ამ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობა მოხდეს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
Print