რეკლამა
"ჩვენ კიდევ უფრო ჩქარი ტემპით ვაპირებთ განვაგრძოთ დაწყებული პროექტები" - მარეხი ნიჟარაძე (R)
FaceBook
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში მარეხი ნიჟარაძე, წინასაარჩევნო შეხვედრებს კვლავ აქტიურად განაგრძობს. გელათის მეორე შესახვევი, ტყიბულის მეორე ჩიხი, ტყიბულის მეორე და მესამე შესახვევებში მოსახლეობასთან საუბარი ძირითადად ინფრასტრუქტურას, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გზის საფარის მოწყობის საკითხებს დაეთმო.

,,ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მოგვარდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები- წყალი, გზის საფარი, ნაწილობრივ მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარი ტემპით ვაპირებთ განვაგრძოთ დაწყებული პროექტები და რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ მოსახლეობისათვის საცხოვრებლად მოწესრიგებული პირობები, როგორც საფიჩხიაზე, ისე მთელ ქალაქში", - განაცხადა შეხვედრაზე მარეხი ნიჟარაძემ.

Print