რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: აქტიური და წარმატებული სპორტული ცხოვრებით წყალტუბო რეგიონში გამორჩეული გახდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა.
"როდესაც ვსაუბრობთ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ეს პირდაპირ უკავშირდება წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფციას. ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ჩვენ თქვენთან გვაქვს მთავარი სათქმელი - ესაა წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, წყალტუბოს ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს მაღალი დონის მატჩებს" – მიმართა შეხვედრაზე შეკრებილ სპორტსმენებს გრიგოლ იოსელიანმა.

შეხვედრაზე, რომელსაც მერობის კანდიდატთან ერთად მისი გუნდის წევრები და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების შესახებ.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, შევუქმნათ მათ განვითარებისათვის აუცილებელი პირობები. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი, მასშტაბური სპორტული ღონისძიებები სწორედ წყალტუბოში გაიმართოს. აქტიური და წარმატებული სპორტული ცხოვრებით წყალტუბო რეგიონში გამორჩეული გახდება" - გრიგოლ იოსელიანი.
Print