რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: ახალი სასწავლო წელი დაიწყება 4 საბავშვო ბაღში - სოფელ ქვიტირში, რიონში, ცხუნკურსა და ხომულში (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელი აღზრდის გაუმჯობესება და ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები იყო.
"ახალი სასწავლო წელი დაიწყება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ 4 საბავშვო ბაღში სოფელ ქვიტირში, რიონში, ცხუნკურსა და ხომულში, 2018 წელს დაიწყება სოფელ თერნალის ბაღის რებილიტაცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განხორციელდება სისტემური ცვლილებები ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის უზრუნველსაყოფად" - გრიგოლ იოსელიანი.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.
შეხვედრას წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

Print