რეკლამა
გიორგი ჭიღვარია და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, მოსახლეობას, მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმას ძელქვიანის ოლქში აცნობენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, მოსახლეობას, მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმას ძელქვიანის ოლქში აცნობენ.
"მე უკვე ერთი თვეა , წინასაარჩევნო რეჟიმში , აქტიურად დავდივარ და ვეცნობი ძელქვიანის მაცხოვრებლებს და ვუსმენ თითოეულ მათგანს. ჩემს უბანში და ზოგადად ამ ქალაქში ადამიანებს თითქმის იდენტური პრობლემები აწუხებთ. ეს არის სოციალური , ინფრასტრუქტურული და დასაქმების საკითხები

ჩვენი გუნდი, განახლებული ძალებით, სწორედ ამიტომ მოდის, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები. ჩვენს მიერ შემუშავებული ქუთაისის გავითარების გეგმა ეტაპობრივად გადაჭრის ყველა იმ საკითხს, რაც ამ ეტაპზე აწუხებს ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს. ჩვენი სტრატეგიით, ქუთაისში მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, გავითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. ძლიერი ეკონომიკა კი ავტომატურად ნიშნავს, რომ გაიზრდება სამუშაო ადგილები, ამაღლდება სოციალური ფონი და მოგვარდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. მე, ჩემის მხრივ, პირობას გაძლევთ რომ ჩემს და ძელქვიანის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. მე ყველა თქვენგანის ხმა ვიქნები საკრებულოში და ყველა თქვენგანის სათქმელს მივიტან იქ. მე არ ვაპიერბ კაბინეტში ყოფნას. მაჟორიტარი დეპუტატის მთავარი ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ იცნობდეს მისი უბნის მოსახლეობის პრობლემებს და აგვარებდეს მათ", - მიმართა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა ამომრჩეველს.
Print