რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოში, ვაჟა ფშაველას, კეცხოველისა და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"ჩვენი მიზანია, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდეს, რომ გზები, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები არ წარმოადგენდეს ჩვენი მოსახლეობისათვის პრობლემას", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

საარჩევნო პროგრამა და წყალტუბოს განვითარების სტრატეგია მოქალაქეებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლაშა კაკრიაშვილმა და მიხეილ კაკაბაძემ გააცნეს.

შეხვედრებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

Print