რეკლამა
დავით უთმელიძემ საბურთალოს მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობას "თბილისობის" სახალხო დღესასწაული მიულოცა.
თავდაპირველად, მაჟორიტარობის კანდიდატი, შვილებთან ერთად საბურთალოზე ბუკიას ბაღს ესტუმრა, შემდეგ კი ქალაქში გამართულ სხვა ღონისძიებებსაც დაესწრო. დავით უთმელიძემ ჭადრაკის სამოყვარულო შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა.

"მსურს, ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს მივულოცო ყველასთვის საყვარელი დღესასწაული. "თბილისობა" ესაა ღიმილის, მისალმებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციული დღე, რომელსაც ყველა სიხარულით ვხვდებით, ვზეიმობთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გისურვებთ მრავალ ბედნიერ დღეს!",-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.


Print