რეკლამა
ირაკლი შენგელიას შტაბმა შემოსული იდეების დამუშავება დაიწყო (R)
FaceBook
გამარჯვების ოლქში ინფრასტრუქტურული საპროეტქო იდეების აღწერის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ხედვებისა და იდეების დაფიქსირებისთვის მხარდამჭრთა კლუბი ყოველდღე იღებს ოლქში მცხოვრებლებს. აღწერის ბაზაში არის დავით ცაგარეიშვილის იდეაც, რომელიც მდინარე ოღასყურას ეხება.

"შენგელიას მოწოდება, რომ გავიგე მოვედი მხარდამჭერთა კლუბში და დავაფიქსირე იდეა მდინარე ოღასყურის კალაპოტისა და სანაპირობეის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგების თაობაზე. მდინარე ოღასყურა წლებია ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არ ხდება მისი სრულყოფილი დასუფთავება, უხვი წვიმიანობის დრო მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და ტბორავს მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება. იდეა უკვე კანდიდატის ბაზაშია" - ამბობს დავით ცაგარეიშვილი, გამარჯვების ოლქში მცხოვრები.

ირაკლი შენგელიას თქმით რამდენიმე ათეული იდეა უკვე დაფიქსირებულია და შტაბმა დაიწყო შემოსული იდეების დამუშავება.

"მოდიან ადამიანები, მოაქვთ საკუთარი ხედვები, იდეები თუ როგორი სურთ იყოს მათი უბანი. ჩამონათვალში უკვე შედის როგორც მდ ოღასყურის სანაპიროს ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწესრიგება, ბინების რეაბილიტაცია და დაზიანებუილ ფასადების აღდგენა, სკვერებისა და ატრაქციოების მოწყობა და სხვა. უბნის კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქ მცხოვრებლების ჩართულობა. ამიტომ მორძანდით მხარდამჭერთა კლუბში და ჩაერთეთ გამარჯვების ოლქის ხვალინდელი დღის დაგეგმარებაში" - ირაკლი შენგელია, მაჯორიტარობის კანდიდატი საკრებულოში.

ინფრასტრუქტურული პროეტების აღწერა 4 დღეში დასრულდება. 10 ოქტომბრის შემდეგ, მეორე ეტაპის შეხვედრებზე კანდიდატი ამომრჩევლის წინაშე გეგმით "გამარჯვების შემთხვევაში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები" წარსდგება.

Print