რეკლამა
ლადო ჯურხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გაორმაგებული ტემპით გაგრძელდება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ კონტუათისა და ხონის მოსახლეობას შეხვდა. ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

"თქვენს სოფელს გასული ოთხი წელი კარგად დაეტყო. მოეწყო განათება თითქმის ყველა უბანში, მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება და შიდა გზების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გაორმაგებული ტემპით გაგრძელდება", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მერობის კანდიდატმა ხონის მოსახლეობას ცენრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ხონის ცენტრალური ბულვარის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი მოსასვენებელი სკვერისა და რეკრეაციული ზონის გაშენებას ვგეგმავთ", - მიმართა ამომრჩეველს ლადო ჯურხაძემ.
Print