რეკლამა
კახაბერ მახათაძე: ზესტაფონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ კლდეეთის, ტაბაკინისა და ალავერდის ამომრჩეველს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"მომდევნო წლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. იგეგმება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გაფართოვდება წყალმომარაგების ქსელი და საკანალიზაციო სისტემა. გაგძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

მერობის კანდიდატმა სოფელ ტაბაკინში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა.

"ტაბაკინში ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო ბანერები დამზადდა. დაიგო VII-VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო მარშუტი კასხიდი-საკრაულა-ტაბაკინი", - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას.
Print