რეკლამა
"ჩვენი გუნდი მოდის ხალხისთვის" - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ძელქვიანის ოლქიდან ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი ამომრჩეველს მესხიშვილის ქუჩაზე შეხვდნენ. კანდიდატებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ მმართველი გუნდის პროგრამული ხედვები გააცნეს.

"ჩვენი გუნდი მოდის ხალხისთვის. მე პირობას ვაძლევ ძელქვიანის ოლქის ამომრჩეველს, რომ ჩვენი შეხვედრები იქნება ინტენსიური სახის და გაგრძელდება 21 ოქტომბრის შემდეგაც. ძლიერი ქუთაისის შენება უნდა დაიწყოს მისი თითოეული უბნიდან, იქ არსებული პრობლემების მოგვარებით და მოქალაქეებზე ზრუნვით. მე ჩემი უბნის მაცხოვრებლების ხმა ვიქნები საკრებულოში და დავიცავ მათ უფლებებს",  – მიმართა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა ამომრჩეველს შეხვედრისას.

Print