რეკლამა
გიორგი ჭიღვარია: “მუზეუმების და გალერეების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურიზმის განვითარებაზე დადებითად აისახება“ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია კულტურულ საგანმანათლებლო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი ჭიღვარიამ განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნული დაწესებულებების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ტურიზმის განსავითარებლად აუცილებელია მუზეუმები სრულად მოწესრიგდეს, რათა ვიზიტორებისთვის მეტად საინტერესო გახდეს.

"ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ მუზეუმების და გალერეების განვითარებას და მაქსიმალურად გამოვიყენეოთ ის რესურსი, რომელიც ქუთაისს აქვს. ასევე ხელი უნდა შევუწყოთ კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სწორად მივმართოთ ის ნიჭი და გამოცდილება, რომელიც ამ ქალაქშია." აღნიშნა გიორგი ჭიღვარიამ კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
Print