რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა, კარდაკარის ფარგლებში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მერობის კანდიდატი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ლაშა კაკრიაშვილთან ერთად, 70-ზე მეტ ოჯახს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე, სოციალურ საკითხებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურად განხორციელების ახალ ხედვაზე ესაუბრა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ მომსახურების გამარტივებული სერვისი და რაც მთავარია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები. ჩვენი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის განვითარება იქნება გრძელვადიანი გეგმის სახით გაწერილი და ეს მოგვცემს საშუალებას სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და ეტაპობრივად, თითოეული წყალტუბოელმა საკუთარ ოჯახზე იგრძნოს კეთილდღეობა" - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
Print