რეკლამა
პაატა ნადირაძე: მე წარმოვადგენ გუნდს რომლისთვისაც ხალხის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ცხოვრებაძისა და ბარათაშვილის ქუჩების ამომრჩევლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მოსახლეობის მოთხოვნით კანდიდატმა ყურადღება გამახვილა მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

,,აღნიშნული პროექტი ჭიათურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იგი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი ლარი ჯდება. 2019 წლის პირველ კვარტალში სამუშაოები უნდა დასრულდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს. მე მიხარია, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომლისთვისაც ხალხის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია და ფიქრობს რა სიკეთეები მოუტანოს ადამიანებს სოფლად და ქალაქად", -აღნიშნა პაატა ნადირაძემ.

შეხვედრის დასასრულს ამომრჩეველმა ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს პაატა ნადირაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Print