რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა სოფელ ვერტყვილასა და ხუნევში გამართა და მოსახლეობას მოუწოდა, მაჟორიტარობის კანდიდატ ლენა აბაშიძეს მხარი დაუჭირონ.

"მეამაყება, რომ მმართველ პარტიას წარმოვადგენ. ვფიქრობ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც ადამიანი, მისი სიცოცხლე, თავისუფლება და საჭიროებები უმთავრესია. ერთი წელი ვიყავი გამგებელი და ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია და ყველა დაწყებული საქმე ისევ გაგრძელდება", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ოჯახი იგძნობს.

"ქართული ოცნების" მიერ განვლილი წლების განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურმა, სამართლებრივმა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესპროექტებმა ნათლად ცხადყო, რომ ხელისუფლება თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. გქონდეთ ამ ძალის იმედი, ქვეყანა სწორი გზით ვითარდება", - მიმართა ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას.

მმართველი გუნდის კანდიდატებს მხარდაჭერა ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გამოუცხადა.
Print