რეკლამა
ბექა დავითულიანი: ღამის ეკონომიკის ყველაზე ოპტიმალური კონცეფცია თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის ოპტიმალური კონცეფცია უნდა შემუშავდეს.
როგორც დავითულიანმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული კონცეფცია საერთაშორისო ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობითა და თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას.
დავითულიანის განმარტებით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიზანი, თბილისის შემთხვევაში არის ის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი და მთლიანად დედაქალაქის ეკონომიკა მუშაობდეს 24/7-ზე შეუჩერებლივ, რაც მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახება.

"ხანდახან ხდება ისე, რომ ღამის ეკონომიკა შუაღამის ეკონომიკა გვგონია, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის - ღამის ეკონომიკად განიხილება ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოფიციალურ სამუშაო საათების შემდეგ ხორციელდება. შესაბამისად, ამაში ჩართულია როგორც კერძო სექტორი, ისე კვების ობიექტები, სასტუმროები, კულტურული ღონისძიებები", - განაცხადა კახა კალაძის გუნდის წევრმა.

ბექა დავითულიანმა საერთაშორისო აკრეტიდაციის მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც შემდეგში ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ღამის აქტივობებს.

"ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობისთვის პირველი, რაც შეუძლია მუნიციპალიტეტს გააკეთოს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სტარტაპების, ინოვაციის და ფესტივალების ხელშეწყობა, ახალი სივრცეების შექმნა და დეინდუსტრიალიზებული ზონების განვითარება", - განაცხადა დავითულიანმა.
Print