რეკლამა
გამარჯვების ოლქში ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეების აღწერა დაიწყო (R)
FaceBook
გამარჯვების ოლქში პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შენგელია მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარდამჭერთა კლუბში მივიდნენ და აღნიშნული ოლქის განვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი იდეები დააფიქსირონ.
ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი ქუთაისში, ჟიული შარტავას პირველი შესახვევის N15–ში მდებარეობს.

"საარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპზე, ამომრჩეველთან შეხვედრებზე, ქუჩების მიხედვით იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული იდეები აღვწერე, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივებს გამარჯვების ოლქში სურთ. მათ, ვინც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება ვერ მოახერხა, მოვუწოდებ, ჩვენს მხარდამჭერთა კლუბში მოვიდეს და
საკუთრი ხედვა, იდეა და სურვილი დააფიქსიროს. ამ აღწერით, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ხალხის ჩართულობა ჩემთვის სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია", – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეების აღწერა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღწერის დასრულების შემდეგ, ირაკლი შენგელიას შტაბი სახელწოდებით - "გამარჯვების შემთხვევაში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები" გეგმას მოამზადებს.

აღნიშნული გეგმის მომზადების შემდეგ, ამომრჩეველთან მეორე ეტაპის შეხვედრები დაიგეგმება, სადაც გამარჯვების ოლქის მცხოვრებლები მაჟორიტარობის კანდიდატის კონკრეტულ გეგმებს მოისმენენ.
Print