რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე მშობლიური სოფელ ლაშის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი მშობლიური სოფელ ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
"ლაშის თემში პავლე კიკალიშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ეს არის კაცი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დარწმუნებული ვარ ის იქნება დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ხმას მოიტანს ჩვენამდე და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სოფლის განვითარებისთვის, თქვენი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის" - მიმართა მერობის კანდიდატმა მოსახლეობას და მათ მომავალი გეგმები გააცნო.

კანდიდატის თქმით, ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, მიმდინარე წელს კი დაიწყება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მოასფალტებაც, ასევე, მომზადებულია ზედა ლაშის გაზიფიცირების პროექტი. თოფურისძის განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში ხარაგაულის არცერთ სოფელს ინფრასტრუქტურული პრობლემა აღარ ექნება.
Print