რეკლამა
პაატა ნადირაძე: ,,მე არ ვაპირებ მოსახლეობას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდე“ (R)
FaceBook
,,მე არ ვაპირებ მოსახლეობას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდე, ჩემი მიზანია ინტენსიურად მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია და მოგისმინოთ. ჩემი მერობის შემთხვევაში ვგეგმავ ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლას ჩემს გუნდთან ერთად და პრიორიტეტული საკითხების ადგილზე მოგვარებას. მინდა ჩართული იყოთ მუნიციპალიტეტის მართვაში და ბიუჯეტის დაგეგმარებაში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი ჭიათურა ძლიერი საქართველოსთვის"-აღნიშნა,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ.

პაატა ნადირაძე სოფელ ნიგოზეთისა და სოფელ უსახელოს მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა. კანდიდატმა ამომრჩევლებს გააცნო რის გაკეთებას გეგმავს 4 წლის მანძილზე.

სოფელ უსახელოს მინიჭებული აქვს მაღალმთიანისსტატუსი და მოსახლეობა უკვე სარგებლობს სოციალური შეღავათებით. საპენსიო ასაკის მქონე პირებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პენსიასთან ერთად, სოციალური დახმარების სახით მიეცემათ ყოველთვიური დანამატი-პენსიის არანაკლებ 20 %-ის ოდენობით. ასევე, ხელფასზე დანამატი მიეცემა პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალს. გარდა ამისა, აბონენტს (საყოფაცხოვრებო მომხმარებელს) აუნაზღაურდება მოხმარებული ენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 %.

2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბვშვებისთვის ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად იღებს 1000 ლარს, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის 2 წლის მანძილზე მიეცემა დახმარება 200 ლარის ოდენობით.
Print