რეკლამა
„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
მერობის კანდიდატი ხონში, ბახტაძის, ქაცარავას, ჯორჯიაშილის, გორგასლისა და ხვიჩიას ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად შიდა გზებისა და სარწყავი სისიტემის რეაბილიტაცია დაასახელა.

ლადო ჯურხაძე მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს და მის აღმოფხვრას სოფლის მეურნეობის განვითარებით გეგმავს.

"დღესდღეობით, სახელმწიფო ბევრ კარგ და მოქნილ პროგრამას გვთავაზობს, რომლებიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ და გამოვიყენოთ. მოვდივარ გარკვეული ხედვებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში სწორედ ამ პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
Print