რეკლამა
გიორგი ჭღვარია-„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ხალხთან, რომ ყველა მათი პრობლემა იქნას გათავისებული“ (R)
FaceBook
"დღეს ხალხი გრძნობს, რომ მათ გვერდით დგას სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა სოციალური პროგრამების რაოდენობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ათი ათასობით ადამიანის გამოჯანმრთელება გახდა შესაძლებელი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ხალხთან, რომ ყველა მათი პრობლემა იქნას გათავისებული და მოგვარებული", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ხარებავას ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძე ესწრებოდა.

კანდიდატებმა ამომრჩევლებს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ის საკითხები განიხილეს, რომლის მოგვარებაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე გამახვილდა, ასევე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობას.
Print