რეკლამა
"ქართული ოცნების" მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში საბოლოდ აღმოიფხვრას უმუშევრობის პრობლემა" (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და ძელქვიანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. კანდიდატებმა ადგილობრივებს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემების შესახებ მოისმინეს.
"ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ქუთაისში, უახლოეს პერიოდში განხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში შეიქმნას ათასობით სამუშაო ადგილი.

"ქართული ოცნების" მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში საბოლოდ აღმოიფხვრას უმუშევრობის პრობლემა. ჩვენს მიერ შემუშავებული ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო შედეგიც ზუსტად ეს იქნება – ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისად, მეტი დასაქმებული მოქალაქე ქალაქში. ჩვენ თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მოვდივართ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით წარმატებული და თანამედროვე ქუთაისის ისტორიას",  – მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა.

Print