რეკლამა
ლადო ჯურხაძე: მენდეთ და მომანიჭეთ ის მანდატი, რომლის დახმარებითაც შევძლებ თქვენს დახმარებას (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი ხონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლადო ჯურხაძე ხონელის, აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, თაყაიშვილისა და ბერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამებზე.

"მე ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და თქვენამდე ყველა იმ სიკეთის მომტანი, რასაც სახელმწიფო გვთავაზობთ. მინდა მენდოთ და მომანიჭოთ ის მანდატი, რომლის დახმარებითაც შევძლებ თქვენს დახმარებას და თქვენს გვერდით დგომას", - განუცხადა ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს.
Print