რეკლამა
ალექსანდრე გოგორიშვილი წმინდა ნინოსა და სოლომონ II-ის ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი ვანში, წმინდა ნინოსა და სოლომონ II-ის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ქალაქის იერსახეზე ზრუნვა დაიწყება. ასევე, მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა და ქალაქის ტერიტორიის ყველა მცხოვრებს სასმელი წყალი ექნება.

"ჩემი მთავარი პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაა. 2017 წელს ვანს ანტიკური ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვანმა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურიზმის განვითარების საქმეში", - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბიჭიკო პაიკიძე წარუდგინა.
Print