რეკლამა
,,ქართული ოცნების“ უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი:მოქალაქეებს ყველაზე მეტად ხელისუფლების ყურადღება სჭირდებათ (R)
FaceBook
უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან კოპალეიშვილი, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მოსახლეობასთან არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და მათ ,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"უქიმერიონის ოლქის ამომრჩეველთან ყოველდღიური შეხვედრები მაქვს და ვხვდები, რომ მათ ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობისგან ყურადღება სჭირდებათ. ჩემი მაჟორიტარად არჩევის შემდეგ, მე ვიქნები მათი მთავარი ხმა ქუთაისის საკრებულოში. გავმართავ პერმანენტულ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ყოველთვის ვიქნები საქმის კურსში თუ რა პრობლემები და საჭიროებები დგას უქიმერიონის ოლქის ამომრჩევლის წინაშე," - განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა


Print