რეკლამა
ალექსანდრე გოგორიშვილი: მომდევნო ოთხი წელი ვანის აღმშენებლობის წლები იქნება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გოგორიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, სოლომონ II-ის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარუდგინა.

"ქართულმა ოცნებამ" ჩვენს მუნიციპალიტეტს ღირსეული კანდიდატი წარუდგინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერით, ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის სასიკეთო საქმეებს გააკეთებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ადგილობრივ მოსახლეობას მერობის კანდიდატმაც მიმართა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"გპირდებით, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წელი ვანის აღმშენებლობის წლები იქნება და ქალაქის იერსახე მთლიანად შეიცვლება. უკვე მზადაა ქალაქში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების პროექტი, რომლის ღირებულება 21 მილიონი ლარია. ასევე, მომავალი წლიდან დაიწყება ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია. 2018 წლის ბოლოს, არქეოლოგიური მუზეუმის სარემონტო სამუშაოები დასრულდება და დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ვანში აღმოჩენილი ექსპონატები ვანს დაუბრუნდეს, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა და ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და 21 ოქტომბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Print