რეკლამა
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი, ლადო ჯურხაძე, ახალშენისა და ნამაშევის სოფლებისა და ქალაქ ხონში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც ლადო ჯურხაძემ მოსახლეობასთან განაცხადა, ის წარმოადგეს "ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

"ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ჯანდაცვა გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ქალაქსა და სოფლებში მიმდინარეობს შიდა გზებისა და განათების სისტემების მოწყობა. დაიწყო გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც ამჟამად 9 სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს, მომავალი წლიდან ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს სიკეთე მაღალმთიან სოფლებშიც შევიდეს, სადაც 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხონის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისთვის უკვე მომზადებულია პროექტი და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
Print