რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შევძენთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ (გია) იოსელიანი აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ამომრჩეველს შეხვდა.
"მცირე ბიზნესის ხელშეწყობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მცირე ბიზნესის თანადაფინანსებასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს, მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის იმუშავებს", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ინფორმაცია საარჩევნო პროგრამის შესახებ მიაწოდა და წყალტუბოს განვითარების ხედვა გააცნო.

"პირობას ვდებ, რომ ახალ გუნდთან ერთად, თითოეული მოქალაქის მონაწილეობით, ჩვენ წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შევძენთ", - მიმართა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოელ ამომრჩეველს.
Print