რეკლამა
ლადო ჯურხაძე ჭანტურიასა და გურამიშილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს" ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა ხონში, ჭანტურიასა და გურამიშილის ქუჩების მოსახლეობას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა კაკაბაძე წარუდგინა.

"მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი უნდა იყვნენ და იმ პრობლემების აღმოფხვრაში დაგეხმარონ, რაც გაწუხებთ. დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერთ მათ და "ქართული ოცნების" გუნდს", - მიმართა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის ოსახლეობას.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გამოიჩინეთ ინტერესი, რათა ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოისმინოთ და თქვენი პრობლემები გაგვიზიაროთ. დარწმუნებული ვარ, ერთამენთის დახმარებით და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობით, არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდებით და აღმოვფხვრით", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
Print