რეკლამა
"ქართული ოცნების" კანდიდატი, იმედა საღინაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს (R)
FaceBook
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ავტომშენებლის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იმედა საღინაძე N83 და N55 საარჩევნო უბნებში ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ საკითხების ეტაპობრივად მოგვარება. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ჩართულობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება, კულტურის სფეროს პოპულარიზაცია. ერთობლივი მუშაობით არსებული პოტენციალის ათვისებას შევძლებთ.ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატ ბატონ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტის განვახორციელება იგეგმება.

შეხვედრები განსაკუთრებულად აქტიური იყო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით. არსებულ პრობლემებთან ერთად მოსახლეობამ კანდიდატის მიმართ კეთილგანწყობა და მხარდაჭერისთვის მზაობა გამოხატა.



Print