რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ საღანძილეს მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა სოფელ საღანძილეს მოსახლეობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კიკნაძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და სოფელში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

"ვიცი, რომ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობას უკვე წლებია ელოდებით. მუნიციპალური განვითარების ფონდში მოძიებულიც იყო ამისთვის თანხა, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო, მშენებლობა წელს ვერ დაფინანსდა. პირობას გაძლევთ, რომ მომავალ წელს საღანძილეში სკოლამდელი დაწესებულება აუცილებლად აშენდება", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის განმარტებით, საღანძილეს მოსახლეობის ყოფა საგრძნობლად გაუმჯობესდება, როცა ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყება.

"აღნიშნული გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ნოემბრის შუა რიცხვებში, სატენდერო პროცესების გავლის შემდეგ, რეაბილიტაციაც დაიწყება", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ამომრჩეველს დავით კიკნაძემაც მიმართა და აღნიშნა, რომ ის გასული ოთხი წლის განავლობაში, საკმაოდ აქტიური დეპუტატი იყო და არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა.

"გპირდებით, რომ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, თითოეული თქვენგანის ხმას საკრებულოში და ხარაგაულის მერთან მივიტან. საკრებულოსთან ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადავწყვეტთ", - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
Print