რეკლამა
პაატა ნადირაძე - მე თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და შევქნი უკეთეს ჭიათურას (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,ლეჟუბნის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გავეცნო თქვენს პრობლემებს და , თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ და გადავჭრათ ყველა აქტუალური საკითხი. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ,მე ვიქნები ხელმძღვანელი , რომელიც ყველა თქვენგანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სიტყვას გაძლევთ,კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება მოსახლეობასა და ქალაქის მერს შორის.მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ პატა ნადირაძის ნახვა. მე მხოლოდ 21 ოქტომბერს გამარჯვებისთვის არ მოვდივარ. 4 წლის შემდეგ, მერობის ვადა რომ გამივა ,თქვენ რას იტყვით ჩემზე, ესაა მნიშვნელოვანი."-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები გააცნო.

შეხვედრის ბოლოს კი, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი , მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი წარუდგინა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ პარტია "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატებს.
Print