რეკლამა
ირაკლი შენგელია გეგმავს, თითოეულ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა პირადად გააცნოს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვების ოლქში ირაკლი შენგელია კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლებს ხვდება.
კანდიდატის თქმით, კარდაკარი არის საშუალება - თითოეულ ამომრჩევლამდე წინასაარჩევნო პროგრამა მიიტანოს.

"ჩემი ვალდებულიებაა, თითოეულ ამომრჩევლამდე მივიტანო პროგრამა და ხედვა. ყველას აქვს უფლება, ჩვენი საარჩევნო დაპირება და გამარჯვების ოლქის შესახებ კონკრეტული გეგმა იცოდეს. ჯანმრთელობა თუ ასაკობრივი ბარიერი, არ იქნება მიზეზი იმისა, რომ რომელიმე ამომრჩეველი ინფორმაციის გარეშე დამრჩეს. ოლქში მცხოვრები თითოეული ამომრჩეველი კარგად ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან მათ ხმა ქუთაისის მომავალს უნდა მისცენ", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს, გამარჯვების ოლქის მასშტაბით, თითოეულ ამომრჩეველს შეხვდეს და საარჩევნო პროგრამა პირადად გააცნოს.

Print