რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: 21 ოქტომბერს გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოთ და ხელისუფლებას ნდობა გამოუცხადოთ (R)
FaceBook

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.


ნიკოლოზ თოფურიძე ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლენა აბაშიძე წარუდგინა.

სახელისუფლებო კანდიდატებს მხარდაჭერა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ გამოუცხადა.

"21 ოქტომბერს, მთელი ძალაუფლება ერთი დღით თქვენს ხელში გადმოდის. ამ დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ გონივრული არჩევანი და ხელისუფლებას ნდობა გამოუცხადოთ. ხარაგაულში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. აშენდა საბავშვო ბაღები, ათეულობით სოფელში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდა, მოეწყო ხიდები და აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. ყველა სიკეთე ერთად ვერ მივა ყველა სოფელში, მაგრამ მერწმუნეთ, ეტაპობრივად, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლენა აბაშიძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ხარაგაულის საკრებულოში თქვენი ინტერესების გამტარებელი ვიყავი. ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ხუნევის თემში ბევრი რამ გაკეთდა და პირობას გაძლევთ, გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ არაერთი პროექტი დაფინანსდება", - აღნიშნა ლენა აბაშიძემ.

 

Print