რეკლამა
"მე ვიქნები მერი, რომელიც გახდება თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი" - პაატა ნადირაძე (R)
FaceBook
,,მე ვიქნები მერი, რომელიც გახდება თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, მოვუსმენ ყველა მოქალაქეს და ერთად ვიზრუნებთ აღნიშნული პრობლემებისა თუ საკითხების აღმოფხვრაზე. მე ვიქნები თქვენი პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. თქვენ ჩემი სახით ადგილობრივ ხელისუფლებაში გეყოლებათ მეგობარი, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეხვდეთ და ესაუბროთ. მე მზად ვარ 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიყო",  – აღნიშნა ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ.

,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა. პაატა ნადირაძემ მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ მერობის კანდიდატს კითხვები დაუსვეს.
Print