რეკლამა
ვანის მერობის კანდიდატი მუქედისა და სოფელ ციხესულორის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook

პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მუქედისა და სოფელ ციხესულორის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრას ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვანს მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

"ჩვენ ვანში დიდი გეგმები გვაქვს. ბევრი სამუშაოა და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მერობის კანდიდატი, რომელმაც ზუსტად იცის ადგილობრივების გასაჭირი. გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ მას, რათა ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სოფელ მუქედში ვანის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთდა.

სოფლების მოსახლეობას მერობის კანდიდატი დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.

 

Print