რეკლამა
"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატი მარეხი ნიჟარაძე გელათის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში საფიჩხიის ოლქიდან მარეხი ნიჟარაძე გელათის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ასევე ოცნების სხვა წარმომადგენლები და ქალაქ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იმყოფებოდნენ.

"ჩემთვის, გიორგი ჭიღვარიასთვის, ჩვენი გუნდისთვის ყველაზე ღირებული თქვენი თბილი თვალები და თქვენი ღიმილიანი შეხვედრაა. ვესაუბროთ ერთმანეთს ადამიანურად, საქმიანად, აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა თქვენგანის აზრს, მაგრამ აუცილებლად მხოლოდ საღ აზრს, არა მავნებლურს, არა ტყუილზე აგებულს, არა არაობიექტურს.

 


ყველა თქვენგანის ტკივილს, მოთხოვნას გამარჯვების შემთხვევაში მე, როგორც მაჟორიტარი აუცილებლად განვიხილავ ბატონ გიორგისთან. იმედი გქონდეთ გიორგი ჭიღვარია უარს არასდროს იტყვის შეხვედრაზე, მოსმენაზე, ის არასოდეს დაიღლება თითოეულ ჩვენთაგანთან ერთად აკეთოს კეთილი საქმე ქალაქისა და ამ ქალაქის მოსახლეობის უკეთესი მომავლისათვის", - განაცხადა ამომრჩევლებთან საუბრისას საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა მარეხი ნიჟარაძემ. 



 

Print