რეკლამა
"ქართული ოცნების" კანდიდატები ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ავტომშენებლის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთან იმედა საღინაძესთან ერთად N79 და N80 უბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. "ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთტხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთის კი განხორციელდება ინფრასტრუქტურული და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები, რაც მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კანდიდატებმა ამომრჩევლებს მმართველი გუნდის პროგრამა გააცნეს, რომელიც მნიშვნელოვანია და დიდროლს შეასრულებს ქუთაისის წინსვლაში და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს თითეულ მოქალაქეს, ფართო ასპარეზს ჩვენს ახალგაზრდობას.

ბატონმა იმედა საღინაძემ მოსახლეობასთან მიმართავისას აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ნდობას და მხარდაჭერას, მისი პრიორიტეტია რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება, დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში, მოსახლეობაზე ზრუნვა მისი ყოველდღიური შრომის საგანი გახდება. მთავარია რომ 21 ოქტომბერს ყველამ ერთად დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება.
Print