რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას წყალაფორეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი სოფელ წყალაფორეთისა და ლახუნდარის მოსახლეობას შეხვდა. ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ფხალაძე წარუდგინა.

"პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხარაგაული მიმზიდველი და სასურველი გავხადო. წელს, ლახუნდარაში ხუთ კილომეტრამდე გზა კეთდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ სხვა პრობლემებიც ბევრია, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ამ პასუხისმგებლობის უკან დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება დგას", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მმართველი გუნდის კანდიდატებმა წყალაფორეთისა და ლახუნდარის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემაა. ასევე, ამორტიზებულია საუბნო გზები.

გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობის ძირითად პრობლემად სოციალური დახმარების შეჩერება და ხე-ტყის მასალაზე ხელმისაწვდომობის საკითხია. ხარაგაულის მერობის კანდიდატის განმარტებით, სოციალური სააგენტოს ფუნქციები ნაწილობრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში გადადის.

"დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით მოვეკიდებით ამ საკითხს. სოფლის გამგებელი და ადგილობრივი მაჟორიტარი გადაწყვეტს, ვის სჭირდება სოფელში დახმარება და ვის არა. სოციალური მიმართულებით, იანვრიდან ყველაფერი დალაგდება და ეს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
Print