რეკლამა
გია იოსელიანი რიონის თემში ამომრჩევლს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი, გია იოსელიანი, რიონის თემში ამომრჩევლს შეხვდა.
აღნიშნული თემი ექვს სოფელს - ნოღას, სორმონს, რიონს , ზარათს, მეჩხერს და ჭოლევს აერთიანებს. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ჭელიძე წარუდგინა.

"ძლიერი სოფელი, ძლიერი თვითმმართველობა, შემდგარი სახელმწიფოა. ჩვენ გვსურს, რომ ქართული სოფელი ვაქციოთ თანამედროვე სოფლად. ჩვენი ხელისუფლების დროს რიონის თემში რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაეროს განვითარების ფონდმა, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარა, რომელიც დატბორვისგან იცავს 10-ზე მეტ ოჯახს", - განაცხადა გია იოსელიანმა.
Print