რეკლამა
ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნა
FaceBook
"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ონკოლოგიური ცენტრი გახსნა. ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მოემსახურება და ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის უახლეს მეთოდებს შესთავაზებს.
"დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქრონიკულ ონკოლოგიურ პაცინეტებს რეგიონიდან გასვლა არ მოუწევთ, რადგან ცენტრში სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მხრივ," - განაცხადა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.
ონკოლოგიური ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა რეგიონში, სადაც არსებული თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში დასხივება განახორციელოს.
"ცენტრში ამჟამად მოწვეული არიან ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ. მათთან თანამშრომლობა მუდმივად მოხდება," - განაცხადა ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა, კობა კიკნაველიძემ.
"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიური ცენტრში 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
Print