რეკლამა
ხონის მერობის კანდიდატი ინდმეწარმეებს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე იმ ინდმეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გააფართოვეს.
ხორცის გადამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოების მფლობელებმა საკუთარი საქმიანობა პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გააფართოვეს. საწარმოებში 20-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

"სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი საწარმო, კოოპერატივი შეიქმნას და ჩვენმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათიანი პროექტებითა და პროგრამებით მაქსიმალურად ისარგებლოს. ჩვენი მომდევნო ოთხი წლის გეგმა და დაპირებაა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუკვალავთ გზას, რათა ისწავლონ და განავითარონ სოფლის მეურნეობა", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
Print