რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: მირჩევნია, ცოტა დაპირებები და ბევრი გაკეთებული საქმე გვქონდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ხევის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ხაჩიძე წარუდგინა.

ნიკოლოზ თოფურიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მოსახლეობისგან კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. კერძოდ, სოფელ ხევისა და წაქვას მოსახლეობა ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და გაზიფიცირებას ითხოვს. ასევე, გამოიკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაც.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თვალებში ღიად გიყუროთ. მირჩევნია, ცოტა დაპირებები და ბევრი გაკეთებული საქმე გვქონდეს. მერწმუნეთ, პრობლემების მოგვარებაში გვერდით დაგიდგებით და დაგეხმარებით. ჩემთვის ამ გუნდთან ერთად მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნას.

"პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე, ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ხალხის შრომა დაფასდება და ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, მეტი ხელშეწყობა იქნება", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
Print