რეკლამა
"ქუთაისისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება ნიშნავს ადგილობრივი ბიუჯეტის გაორმაგებას" (R)
FaceBook
გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შხვედრებს აქტიურად ეგრძელებს. იგი ამჯერად ამომრჩევლებს გამარჯვების, კახიანოურისა და ძელქვიანის მაჟორიტარებთან ერთად შეხვდა.
"ქუთაისისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება ნიშნავს ადგილობრივი ბიუჯეტის გაორმაგებას და მის განკარგვაში მოქალაქეების ჩართულობას, განვითარებულ ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას.

"ქართული ოცნების" გამარჯვება საქართველოსთვის კი ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფას, თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ განათლების სისტემას და ეფექტურ მმართველობას.ეს ის მიმართულებებია, რომლის განვითარებასა და დახვეწაზე მმართველი გუნდი 2012 წლის შემდეგ მუშაობს", - აღნიშნა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ძელქვიანის ტერიტორიულ ერთეულში გამართულ შეხვედრაზე.

Print